მამაკაცს, რომელმაც „სპარი“ და „ორ ნაბიჯი“ დააყაჩაღა, „ნიკორა“ კი გაქურდა, 5 წლით პატიმრობა შეეფარდა

ყაჩაღობასა და ქურდობაში ბრალდებულს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა განესაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა (2 ეპიზოდი) და ქურდობაში ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 28 დეკემბერს გ.ა. ქ.თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სპარსა“ და მაღაზია „ორ ნაბიჯში”, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა ი.ბ.-ს და ო.წ.-ს, ხოლო მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ნიკორადან“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მაღაზიის კუთვნილ ალკოჰოლურ სასმელებს, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
სამართალდამცველებმა გ.ა. 2018 წლის 28 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ყაჩაღობა) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების ა 5 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები