სამეგრელოში 37,160 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 27-31 ივლისს აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის (ჯამურად, 37,160 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები