ზურაბ ადეიშვილი: ვერ გავაცნობიერეთ, რამხელა მნიშვნელობა შეიძლება, ჰქონოდა სასამართლოს

“ვერ გავაცნობიერეთ, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა სასამართლოს, ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო,”
– ასე უპასუხა იუსტიციის ექსმინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენდირექტორის, ნიკა გვარამიას შეკითხვას მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მართვად სასამართლოსთან დაკავშირებით.
„იმდენი პრიორიტეტი გვქონდა. პირველი იყო, კორუფცია დაგვემარცხებინა, მეორე, რომ კრიმინალი დაგვემარცხებინა, მესამე – საგარეო საფრთხეების არიდება, რომ ქართული სახელმწიფო არ ჩამოშლილიყო – ეს იყო სამი ძირითადი პრიორიტეტული ამოცანა და მეოთხე, ქვეყანაში ყოფილიყო ბაზისური ინფრასტრუქტურა და ბაზისური სერვისები. ვერ შევძელით, ვერ გავაცნობიერეთ, რამხელა მნიშვნელობა შეიძლება, სასამართლოს ჰქონოდა ჩვენთვის. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, ამას ვაღიარებ”, – განაცხადა ადეიშვილმა.
ზურაბ ადეიშვილს ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს შეფარდებული პატიმრობა. საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ახლა უნგრეთს აფარებს თავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები