ქობულეთში, მუსიკალურ ფესტივალზე, იტალიელი დიჯეი – ფაბრიციო ლაპიანა დაუკრავს

10 აგვისტოს,  ქობულეთის ფიჭვნარის ტერიტორიაზე, მუსიკალური ფესტივალი –  „ჯორჯიან რეივი“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მუსიკის და გართობის მოყვარულებისთვის, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ტექნოკლუბების რეზიდენტებთან ერთად, ფესტივალზე იტალიელი დიჯეი – ფაბრიციო ლაპიანა დაუკრავს.
„ჯორჯიან რეივი“ მათთვისაა, ვისაც უყვარს ელექტრონული მუსიკა და მათთვისაც, ვინც ახლა აპირებს მის მოსმენას და შეყვარებას, იმ არტისტებისთვის, ვინც რეგიონების ტექნოკლუბებში ეწევა მის პოპულარიზაციას, აგრეთვე ტურისტებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ საქართველოში და აინტერესებთ მისი ისტორია.
ასეთ ადამიანებს ვეპატიჟებით 10 აგვისტოს აჭარაში, ფესტივალის ფარგლებში გექნებათ საშუალება, გაეცნოთ ახალგაზრდა მხატვრებს, მიიღოთ მონაწილეობა მათი სურათების გამოფენა -გაყიდვაში და რაც მთავარია, იცეკვოთ, იცეკვოთ, იცეკვოთ დილამდე“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები