„რუსთავი 2-ის“ კონტრაქტორი საწარმოებიდან, გამოძიების ფარგლებში, დოკუმენტაციას ამოიღებენ
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის“ კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის – „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.
სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორის, ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა.