ნორვეგიელთა 67% რუსეთსა და ვლადიმირ პუტინს მსოფლიოსთვის საფრთხედ აღიქვამს

ნორვეგიაში გამოკითხვა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 67% რუსეთსა და მის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინის მსოფლიოსთვის მთავარ საფრთხედ ასახელებს.
კვლევა Ipsos-მა გაზეთ Dagbladet-სთვის ჩაატარა.
უკანასკნელი გამოკითხვა კომპანიამ 2018 წლის დეკემბერში ჩაატარა. მაშინ ამ აზრზე 57% იყო. 2018 წლის ზაფხულში ეს მაჩვენებელი 45% ნიშნულზე იყო.
რუსეთის მხრიდან საფრთხეს გამოკითხულთა მხოლოდ 2% არ გრძნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები