რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარლამენტის შენობასთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს.
მმართველი გუნდის ცენტრალურ ოფისთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათ სასტუმრო „პარაგრაფთან“ შეკრებილი მოქალაქეებიც შეუერთდებიან.
ამასთან, მათი თქმით, ისინი ასევე მსვლელობით გადაინაცვლებენ იუსტიციის სახლთან, ხოლო ბოლოს ქაშვეთის ეკლესიასთან მივლენ.