პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი დღეს ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით მსვლელობას გეგმავენ.
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ასევე სასტუმრო „პარაგრაფთან“, სადაც აქციის პარალელურად სასტუმროში ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ტარდება.