აქციის მონაწილეებმა კვლავ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს და ქაშვეთის ეკლესიაში სანთლები დაანთეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, „ქართული ოცნების“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.

ახალგაზრდები ქაშვეთის ეკლესიასთან მივიდნენ. მათი ნაწილი ეკლესიაში, ნაწილი კი ქაშვეთის ეზოში ანთებული სანთლით დგას.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.

ფოტო: TV Pirveli

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები