ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც მიშელი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, საქართველოს მთავრობის მეთაურთან საუბარში განაცხადა, რომ აქტიური დებატები არის ქვაკუთხედი და ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი.
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ სატელეფონო საუბრისას ჩვენ განვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და გავიმეორეთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა იმ ქართველის მიმართ, რომელიც თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს აყენებს წინ. საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისკენ უნდა იყოს შესმენილი. აქტიური დებატები არის ქვაკუთხედი და ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი“, – წერს შარლ მიშელი X-ზე.
In a phone call with @PM_Kobakhidze discussed the recent developments in Georgia and reiterated EU’s full support to all Georgians who put European future of their country first.
Georgian citizens' call for an open democratic and pluralistic society must be heeded.
Vibrant…
— Charles Michel (@CharlesMichel) May 3, 2024