„კიდევ ერთი ღირსეული ენათმეცნიერი და დიდებული ქალბატონი გამოგვაკლდა სამუდამოდ“…

ენათმეცნიერ თამარ ბეროზაშვილის გარდაცვალებას პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე ეხმიანება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
„კიდევ ერთი ღირსეული ენათმეცნიერი და დიდებული ქალბატონი გამოგვაკლდა სამუდამოდ – გარდაიცვალა თამარ ბეროზაშვილი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ ერთ-ერთი შემდგენელი, „ქართლური ლექსიკონის“ ერთ-ერთი ავტორი, „სასკოლო განმარტებითი ლექსიკონის“ ავტორი.
ქალბატონი თამარი გამოირჩეოდა ნიჭით, სიბრძნით, მჭევრმეტყველებით, ახალგაზრდული შემართებით, უებრო იუმორით და ბავშვური სიცელქითაც კი… შეეძლო, უცებ მოსულიყო გულთან, სწორედ ის სიტყვა ეთქვა, რაც იმ მომენტში გესაჭიროებოდა.
ძალიან უყვარდა ახალგაზრდები. როცა 2016 და 2017 წლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიწვია ჩემმა შვილმა გვანცამ სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის წევრებთან შეხვედრაზე, ქალბატონ თამარის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მან ისე მოხიბლა სტუდენტები, რომ ყველას უსაზღვროდ შეაყვარა თავი…
მინდა, მივუსამძიმრო ქალბატონ თამარის ოჯახს, განსაკუთრებით კი მის შვილს, ჩემს თანაკურსელ ნინო რაზმაძეს…
უფალმა აცხოვნოს სული მხევლისა ღმრთისა თამარისი!“ – წერს თეიმურაზ გვანცელაძე ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები