„ღმერთმა დიდი ასტრონომი გაგვიზარდოს“ – 9 წლის ქაიან ბელქანიას ნასა ელოდება

9 წლის ქაიან ბელქანიას ნასა-ში გამგზავრებას ასე გამოეხმაურა ლაშა ჩხარტიშვილი:
„ასე კარგა ხანია, არაფერი გამხარებია!

ღმერთმა დიდი ასტრონომი გაგვიზარდოს!
წესით, ხელისუფლება უნდა იყოს ასეთი ტალანტების აღმოჩენა, მხარდაჭერით დაკავებული, მაგრამ მის ცვლილებამდე, მადლობა ცალკეულ მეცენატებს… ღმერთმა ასეთებიც გვიმრავლოს!“, – წერს ლაშა ჩხარტიშვილი “ფეისბუქის” გვერდზე.

9 წლის ქაიან ბელქანიას ახლობელმა, ირაკლი ძიძარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქაიანს ამერიკა ელოდება.

„ამერიკიდან სპეციალურად ქაიანისთვის ჩამოფრინდა ალექსანდრე ქართველიშვილი, რომელიც ნიუ იორკში ცხოვრობს და ალექსანდრე ჯონსონის სახელითაა ცნობილი. ის დაჰპირდა, რომ სამომავლოდ ნასა-ში ჩაიყვანს. ჯერ კი აქ, წალენჯიხაში ხელს შეუწყობს ფინანსურად, რომ ბიჭუნა ინგლისურში მოემზადოს“, – აღნიშნულია “ფეისბუქსტატუსში”.

9 წლის ქაიან ბელქანია კოსმოსზეა შეყვარებული, მის საოცარ უნარებზე ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი. მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია.

ფოტო: primetime.ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები