აჭარაში 9 020 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ხელვაჩაურის რაიონ სოფელ სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის (ჯამურად, 9 020 ღერი) შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.
“საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1552 მუხლის, პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქე ნ.ც.-ს ჩამოერთვა საქონელი. საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, შემდგომი განხილვის მიზნით, ქვემდებარეობით ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.