კახა კალაძე: არავინ მემეტება ციხისთვის, თუმცა მიუღებელია ის, რაც ხდებოდა 20 ივნისის ღამეს

თბილისის მერი, კახა კალაძე პატიმრობაში პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დატოვების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ყველამ უნდა აგოს პასუხი.
“​ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, საინტერესო არ არის. როგორც ადამიანურად, რა თქმა უნდა, არავინ მემეტება ციხისთვის. თუ ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი, ყველამ უნდა აგოს პასუხი. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდებოდა 20 ივნისის ღამეს. ის მძიმე კადრები ყველას გვახსოვს. ამ ყველაფრის მაპროვოცირებელნი იყვნენ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები. მათ იქ მისული ადამიანები, რომლებსაც, რეალურად, პროტესტის განცდა ჰქონდათ, არასწორად გამოიყენეს”, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები