შუახევში სახალხო დღესასწაული – შუამთობა აღინიშნება

აგვისტოს პირველ შაბათ – კვირას შუახევში სახალხო დღესასწაული-  შუამთობა აღინიშნება.
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, შუამთობის დღესასწაული საზეიმოდ 3 აგვისტოს, 13:00 საათზე, გომის მთაში  გაიხსნება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 4 აგვისტოს, 14: 00 საათზე, ჩირუხის მთაში გაიმართება.
3 აგვისტოს, ღონისძიებები  მერიაყელის, ტყისველას, სანალიას, საბერწიას, გრძელგორის, ყავრიანის, კატრიანის, თეთრობის, ხოლო 4 აგვისტოს ღომას, მაწყვალთის და ჯანჯღნარის მთებში ჩატარდება.
შუამთობაზე ტრადიციულად მოეწყობა სახალხო სეირნობა, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, სხვადასხვა აქტივობა. სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ აჭარული ტრადიციული სამზარეულო, რძის ნაწარმი, ბორანო, სინორი, ხავიწი, კაიმაღი, აჭარული დაწნული ყველი და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები