POSTV: „ნაცების“ „ტროლები“ და „ბოტები“ – გაარჩიე ნამდვილი „ტროლი“ და იცოდე, ვინ ახდენს თავდასხმას

„ქართულ ოცნებას“ გამუდმებით სდებენ ბრალს, რომ ის ე.წ. ინტერნეტტროლებსა თუ ბოტებს იყენებს. აცხადებენ, რომ, თითქოს, ხელისუფლება ყალბ „ექაუნთებს“ ქმნის და მათი მეშვეობით თავს ესხმის ოპონენტებს. სხვა რეალობა ინტერნეტტელევიზია POSTV-მ გაარკვია.
როგორც ავტორი ამბობს, ხელისუფლებაში ყოფნის დღიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან აპელირებულმა ძალებმა შექმნეს ინტერნეტტროლინგის მძლავრი მექანიზმები, რომლებსაც დღესაც ეფექტურად იყენებენ.
POSTV-ს მაგალითად ბერა ივანიშვილის მიერ „ინსტაგრამში“ განთავსებული პოსტი მოჰყავს, რომელიც, ავტორის თქმით, მაშინვე იქცა კარგად ორგანიზებული კიბერთავდასხმის სამიზნედ.
„პოსტს, ჯამურად, 69 ექაუნთიდან დაესხნენ თავს, რომელთაგან 68 ყალბი იყო და მხოლოდ 1 – ნამდვილი. საგულისხმოა, რომ კიბერშეტევის ორგანიზატორების ამოცანას მხოლოდ ბერა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ნერვების გამოცდა არ წარმოადგენდა. ამ შეტევის მთავარი ამოცანა გაცილებით სერიოზული და პოლიტიკურად მუხანათური იყო. ის ემსახურებოდა იმ მიზნის მიღწევას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ 7 წლის განმავლობაში ცდილობს „ფეიკნიუსების“ ფაბრიკისა და ყალბი სოციოლოგიის წყალობით, რომ, თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა კატასტროფულად დაკარგა ხალხის ნდობა. ეს კიბერშეტევაც ბიძინა ივანიშვილის ვაჟის პოსტზე იმ ყალბი სურათის შექმნას ემსახურებოდა, რომ, თითქოს, ივანიშვილის ოჯახის წევრებიც კი უკიდურესად საძულველნი არიან ქართველი საზოგადოებისთვის“, – ამბობს ავტორი.

წყარო: POSTV

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები