ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება – სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო

სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის საჩივარი წინასწარი პატიმრობის გასაჩივრების შესახებ არ დააკმაყოფილა.
„ეს არის ძალიან სახიფათო პრეცედენტი, პრაქტიკა, რასაც ეს ხელისუფლება ქმნის, რომ ასეთ რეზონანსულ საქმეზე, რომელშიც, პრაქტიკულად, არაფერია ნათქვამი, გარდა პოლიციელების ჩვენებისა, რომლებიც დაპატიმრების წინა დღეს „გამოაცხობინეს“ ამ მაღალჩინოსნებს, პოლიციელებს და კადრში, რომელიც ნახა, წითელი ისრის გარდა საინტერესო არაფერი არ არის, არა თუ ტალღა, მეტი სხვა არაფერი. საერთოდ არ განიხილეს. არც არგუმენტები განიხილეს, არც რაიმე მტკიცებულებები ან საერთოდ არსებობს თუ არა რამე სარწმუნო ერთობლიობა, საერთოდ, არ იმსჯელეს ამაზე. აბა, რისთვის არსებობს სააპელაციო სასამართლო. საზოგადოებას აინტერესებს, უთხრან, ხომ არ შეეშალა პირველ ინსტანციას. სააპელაციო განიხილავს ამას ყველაფერს. საერთოდ არ განიხილეს, დაუშვებლად ცნეს და არ განიხილეს. გადააგდეს, შეიძლება ითქვას, სადღაც უჯრაში. აი, ასეთია დღევანდელი მიდგომა და მერე უკვირთ, რატომ ხდება ამ ქვეყანაში ის, რაც ხდება ახლა“, – ამბობს პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, კოტე კემულარია.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული. მას სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები