CNN-ი მკითხველს ერთ-ერთ ტურისტულ მიმართულებად თბილისის მონახულებას ურჩევს
იმ დროს, როდესაც ევროპის ყველაზე ცნობილ ტურისტულ მიმართულებებში ბუმია, არსებობს ნაკლებად ცნობილი ტურისტული მიმართულებები.
ამის შესახებ CNN-ის სტატიაშია ნათქვამი, რომელიც ტურისტებში ნაკლებად ცნობილ 20 მიმართულებას შეეხება.
CNN მკითხველს ამ ქალაქების მონახულებას ურჩევს.
„გსურთ გამგზავრება სადმე ახალ ადგილას, სადაც მშვიდ გარემოში შეძლებთ “სელფის “გადაღებას ვენეციის, პარიზისა და ამსტერდამისგან განსხვავებით?“, – აღნიშნულია სტატიაში.
შეთავაზებულ მიმართულებებს შორის თბილისიც მოხვდა.
„საქართველოს დედაქალაქი, რომელიც განლაგებულია აზიასა და ევროპის გასაყარზე. მისი სახელი სათავეს იღებს ცხელი წყლებიდან, რომლებიც წყაროში იქნა აღმოჩენილი.
მნიშვნელოვანია, რომ მნახველებმა გოგირდის აბანოები ნახონ, რომლებიც ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ ჩვეულებრივი აბანოებისგან განსხვავებით.
თბილისი ამაყობს თავისი მრავალ ეთნიკური ისტორიით – აქ არის ცნობილი მეტეხის ეკლესია, რომელიც მე -13 საუკუნით თარიღდება; რომელიც ნარიყალას ციხესიმაგრესთან მდებარეობს; რომელიც მეოთხე საუკუნეში სპარსელების მიერ აშენდა.
აქ დატკბებით ძველი დარბაზული ხეივნებითა და ძველი ქალაქის პატარა მაღაზიებით, სადაც თავისუფალ დროს აუცილებლად უნდა შეიხედოთ“, – ნათქვამია სტატიაში.
თბილისის გარდა, სანახავ ქალაქებს შორის არის: ნორვიჩი, ინგლისი; ორჰუსი, დანია; ანტვერპენი, ბელგია; ჰააგა, ნიდერლანდი; სარაევო, ბოსნია; პრიშტინა, კოსოვო; მალმო, შვედეთი; აბერდენი, შოტლანდია; ბერნი, შვეიცარია; ვროცლავი, პოლონეთი; მინსკი, ბელარუსი; ერევანი, სომხეთი; კლუჟ-ნაპოჩა, რუმინეთი; დებრეჩენი, უნგრეთი; ანკარა, თურქეთი; პლოვდივი, ბულგარეთი; ტრონდემი, ნორვეგია; ტურინი, იტალია; ორანჟი, საფრანგეთი.