„შეურიგებელი ბრძოლა ნარკორეალიზატორების მიმართ, შსს-ს ხელმძღვანელების კომპეტენცია, კონკრეტული მიზნის გეგმაზომიერად განხორციელება უკვე ყველასთვის თვალსაჩინოა“

„შეურიგებელი ბრძოლა ნარკორეალიზატორების მიმართ, შსს-ს ხელმძღვანელების კონპეტენცია, კონკრეტული მიზნის გეგმაზომიერად განხორციელება უკვე ყველასთვის თვალსაჩინოა“, – ამის შესახებ პარლამენტარმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
როგორც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, შსს-ს პრინციპული, შეურიგებელი ბრძოლა ნარკორეალიზატორების მიმართ გვაძლევს შედეგს.
„შსს-ს პრინციპული, შეურიგებელი ბრძოლა ნარკორეალიზატორების მიმართ და სამინისტროს მიერ განხორციელებული მთელი რიგი ღონისძიებები ერთობლიობაში გვაძლევს შედეგს, კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ ჩვენი საზოგადოება, რომ ამ პრობლემის გადაჭრა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. შსს-ს ხელმძღვანლების კომპეტენცია და მათი პრინციპულობა ამ პრობლემის მოგვარების, კონკრეტული მიზნის გეგმაზომიერად განხორციელება უკვე ყველასთვის თვალსაჩინოა.
სწორედ ასეთი სახის პრევენციული ღონისძიებებითა და შეურიგებელი ბრძოლით ნარკორეალიზატორების მიმართ, ასევე, სხვადასხვა უწყების, სამინისტროების, პარლამენტისა და თითოეული ჩვენგანის ჩართულობით მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციის მიზნით, ის, რომ სპორტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისათვის და, აგრეთვე, დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებებით შევძლებთ, მინიმუმამდე შევამციროთ ის რისკფაქტორები, რომლებიც საფუძველი შეიძლება იყოს, ხელი შეუწყოს ჩვენს მოქალაქეების ამ სენით დაავადებას“, – აცხადებს ყაველაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა, მათ შორის 4 მსხვილი ნარკორეალიზატორია. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი: 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 21 კილოგრამი „ჰეროინი“, 7000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 3200 აბზე მეტი „ექსტაზი“, 8.8 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 900 გრამი კოკაინი და 900 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები