თსუ-ში დოკუმენტური ფილმის – „უნივერსიტეტის უცნობი ისტორიები“ ჩვენება ხვალ, 15:00 საათზე გაიმართება
დოკუმენტური ფილმის – „უნივერსიტეტის უცნობი ისტორიები“ ჩვენება ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ, 1-ელ აგვისტოს გაიმართება. ფილმის ჩვენება უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 107-ე აუდიტორიაში გაიმართება, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება.
ფილმი მომზადებულია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების პროგრამაზე საგან „ტელემედია პრაქტიკუმის“ ფარგლებში.
პროექტში ყველა პოზიციას (ვიდეოოპერატორი, ჟურნალისტი, ვიდეომონტაჟი, მონტაჟის რეჟისურა) სტუდენტები წარმოადგენენ.
ფილმი შეეხება უნივერსიტეტის იმ ისტორიებს, რომლებიც ფართო აუდიტორიისათვის უცნობია. გამოყენებულია სპექ.არქივის დოკუმენტები, უნიკალური ვიდეო- და აუდიომასალები.
ფილმის მიზანია კავკასიაში პირველი ეროვნულენოვანი უნივერსიტეტის ისტორიის წარმოჩენა და პროპაგანდა.