შავი ზღვა ხმელთაშუა ზღვაზე ორჯერ მეტად არის დაბინძურებული
შავი ზღვა ხმელთაშუა ზღვაზე ორჯერ მეტად არის დაბინძურებული – ამის შესახებ ნათქვამია შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის კვლევაში.
კვლევაში, რომელიც საქართველოს, უკრაინისა, რუსეთის და ღია ზღვაში 2017-2019 წლებში ჩატარდა, აღნიშნულია, რომ დაბინძურების დონე დასაშვებ ზღვარს აღემატება.
ირკვევა, რომ შავ ზღვაში აღმოჩენილი ნარჩენების 83% წარმოადგენს პლასტმასის ბოთლებს, პოლიეთილენის პარკებსა და სხვა. ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება კი ადამიანებისა და შავი ზღვის ეკოსისტემისთვის საფრთხისშემცველია.