ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი, ჯესი ჯეი „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი, ჯესი ჯეი, 6 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ჯესი ჯეის მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული.
ჯესი ჯეი მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო. BRIT Awards-ის ჯილდოს მომტანი ალბომი ისეთ ჩანაწერებს შეიცავდა, როგორებიცაა “Price Tag”, “Domino” და “Laserlight” – კომპოზიციებს, რომლებმაც არტისტის მომავალი კარიერა მნიშვნელოვნად განსაზღვრა.
2019 წელს ჯესი ჯეი განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს. სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები