მშენებლობაზე არასრულწლოვნის დასაქმების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა მშენებლობაზე არასრულწლოვნის დასაქმების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთობლივი ინსპექტირების დროს აღმოჩენილი დარღვევის გამო კომპანია „შპს ტრიდეს“ 30 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და სამუშაო პროცესი შეუჩერდა.
„შემოწმების დროს აღმოვაჩინეთ 16 წლის მოზარდი და ჩვენი რეაგირება იყო მყისიერი. ადგილზე შეჩერებულია ნებისმიერი ტიპის შრომითი აქტივობა. გამოძიება დაწყებულია“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.
გარდა აღნიშნული დარღვევისა, აღმოჩენილია სხვა დარღვევებიც, რომელთა გამოსასწორებლად კომპანიას 5-დღიანი ვადა მიეცა.
„არ მუშაობდა. მე პირადად პირველად ვნახე დღეს. ვერაფრით დავადასტურებ. არც მომიყვანია და არ შევსწრებივარ, როგორ მოვიდა, მაგრამ არიან თვითმხილველები, ალბათ, რომლებიც დაუდასტურებენ“, – აცხადებს ადგილზე დასაქმებული ერთ-ერთი პირი.
შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებით საფრთხისშემცველ ობიექტზე არასრულწლოვნის დასაქმება კანონით აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები