შსს-მ მიმდინარე წელს 21 კილოგრამი “ჰეროინი” ამოიღო

სამართალდამცველებმა მიმდინარე წელს 21 კილოგრამი “ჰეროინი” ამოიღეს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.
„2019 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია: 21 კილოგრამი “ჰეროინი”, 7000 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 3200 აბზე მეტი “ექსტაზი”, 8.8 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 900 გრამი კოკაინი და 900 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკორეალიზატორებისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები