ბათუმში 3 ახალგაზრდა დაჭრეს

ბათუმში, გვიან ღამით 3 ახალგაზრდა სანაპიროზე დაჭრეს. სამივე დაშავებული ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მათ ჭრილობა ფეხისა და ხელის არეში ჰქონდათ მიღებული.
დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
​როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები