დიდ დიღომში, ბინის გაქურდვის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ა.გ., ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 3-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დიდ დიღომში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან ოქროს სამკაულები და ბიჟუტერია მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ა.გ., ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები