ავღანეთში, სამგზავრო ავტობუსის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში, გერათის პროვინციაში, მაგისტრალზე ნაღმი იმ დროს აფეთქდა, როდესაც გზაზე სამგზავრო ავტობუსი გადიოდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა.
ავღანეთის შსს-ს წარმომადგენლის, მუჰიბულაჰ მუჰიბის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, უმრავლესობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არცერთ დაჯგუფებას აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები