ქიბარ ხალვაში: აქიმიძესა და დვალს არხის 40% შევთავაზე, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყვე

“ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” მფლობელის, ქიბარ ხალვაშის თქმით, მან ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს არხის 40% შესთავაზა. მისივე განცხადებით, ამ შეთავაზებით ისინი კმაყოფილები არ დარჩნენ.
​როგორც მან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ის მათგან შემოთავაზებულ წინადადებაზეც იფიქრებს.
“შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები. ვუთხარი რომ “რუსთავი2-ის” 40 % ჰქონოდათ, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყვე. მათი მხრიდანაც შემოთავაზებული წინადადებაც დასაფიქრებელია.
​მათ მიპასუხეს, რომ ისინი ამ შეთავაზებას არ იღებდნენ. ისინი კარგი პიროვნებები არიან, მათთან შეხვედრა არავითარ სიმძიმეს წარმოადგეს”, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
​მისივე თქმით, ის “რუსთავი2-ში” საინფორმაციო სამსახურის უფროსებს არ შეცვლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები