რუსთაველის გამზირზე დაშავებული ახალგაზრდა გერმანიაში სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად გააცილეს – ფონდმა „ქართუმ“ დაშავებულების საზღვარგარეთ მკურნალობა სრულად დააფინანსა
20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული დავით ფარადაშვილი რეაბილიტაციას გერმანიაში განაგრძობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტი დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირადად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააცილა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებთან მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა. საზღვარგარეთ დამატებითი სამედიცინო სერვისებისთვის სულ 11 პაციენტი გაემგზავრა, მათგან 10-მა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა, ხოლო ერთი ამ დრომდე ისრაელის კლინიკაში რჩება. თითოეული მათგანის საზღვარგარეთ მკურნალობა ფონდმა „ქართუმ“ სრულად დააფინანსა.
