საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტო ზღვისპირა საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს. როტაციის პრინციპით, თბილისის საქალაქო სამსახურის გურიისა და აჭარის რეგიონული სამმართველოების ინსპექტირების ჯგუფების მიერ ერთ თვეში 151 ობიექტი შემოწმდა. როგორც “კვირას” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, აქედან კრიტიკული შეუსაბამობების 12 ფაქტი გამოვლინდა, რაზეც სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები განახორციელა, ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ.
სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმებისას ყურადღება ექცევა ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ტემპერატურულ რეჟიმს, სურსათის შენახვის პირობებსა, ვადებსა და მიკვლევადობას.
ობიექტების კონტროლი როტაციის პრინციპით მეორე წელია, მიმდინარეობს. გასულ წლებთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც სააგენტოს მიერ გააქტიურებული კონტროლისა და ბიზნესოპერატორთა ინფორმირებულობის გაზრდის შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები