საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება

ტურიზმის სფეროს განვითარების მიზნით, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და შვეიცარულ მასპინძლობის სკოლა SHL-თან ერთად საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება. როგორც “კვირას” განათლების სამინისტროდან აცნობეს, სკოლა წელიწადში 200 ახალგაზრდას მოამზადებს ტურიზმის სფეროში. ისინი ავტომატურად დასაქმდებიან. მათივე ცნობით, საერთაშორისო პარტნიორების მიერ ლექტორების მომზადების პროგრამებიც განხორციელდება.
“იგეგმება საინვესტიციო ფორუმების ორგანიზება როგორც საქართველოში, ასევე – საქართველოს ფარგლებს გარეთ. აკადემია შეასრულებს რეგიონული ჰაბის როლს. შერჩეულ მიმართულებებში ცენტრი იქნება მსოფლიოში ერთადერთი, უპირობო ლიდერი.
2018 წლის ნოემბერში მადრიდში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რაც საქართველოში უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროგრამა გულისხმობს ტურიზმის მიმართულებით ისეთი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ფორუმების ჩატარება და ონლაინაკადემიის პლატფორმის შექმნა; ასევე, სხვადასხვა პროექტს როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ასევ – კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები