Jessie J-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი დაინიშნება

თანამედროვე პოპ მუსიკოსის, Jessie J-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის  6 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით  დამატებითი მატარებელი დაინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  Black Sea Arena-ს  ბაქანზე   გაჩერდება.  მატარებელი  შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 6 აგვისტოს მოძრავ მატარებლებს –  №802/807, 805/806, 852/851, 808/801,  804 თბილისი-ბათუმს და 7 აგვისტოს, მატარებელ №811 ბათუმი-თბილისს, გაჩერებები Black Sea Arena-ს ბაქანზეც ექნებათ.

„ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება,  ასევე,  ვებგვერდებზე: Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge), ასევე, სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები