რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

14-29 ივლისს, რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი მეხუთედ გაიმართა. მასში მონაწილეობდა 17 რეგიონული პროფესიული სახელმწიფო თეატრი და უკრაინის, ლიეტუვის, ირანის და სერბეთის თეატრალური დასები.
ფესტივალს მასპინძლობდა საქართველოს 13 ქალაქი. ფესტივალი საზეიმოდ 14 ივლისს თბილისში სოხუმის სახელმწიფო თეატრში გაიხსნა, ხოლო ფოთმა ფესტივალის ბოლო კვირას უმასპინძლა.
წელს ფესტივალის საიუბილეო თარიღია – ხუთი წელი შეუსრულდა. ფესტივალის დამფუძნებლის და სამხატვრო ხელმძღვანელის ნინელი ჭანკვეტაძის თქმით, გადაწყვიტეს, იმ ქალაქებში, სადაც პროფესიული თეატრებია, გაეოცებინათ მაყურებლები და მათთვის სხვა თეატრს ეთამაშა: „საინტერესო მოძრაობა გამოგვივიდა. საბოლოოდ, ფოთში დასრულდა ფესტივალი“.
ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფოთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები