საქართველოს კანდიდატი ფილმი „ოსკარზე“ 31 ივლისს გამოვლინდება

31 ივლისს, 15:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოდარბაზში, გამოვლინდება საქართველოს კანდიდატი ფილმი ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს  5 ქართული ფილმია წარმოდგენილი:

ნინო ჟვანია – „აღლუმი“;
მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი – „სანამ მამა დაბრუნდება“;
დიმიტრი ცინცაძე – „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“;
გიგიშა აბაშიძე – „მეზობლები“;
დიმიტრი ცინცაძე – „შინდისი“.
გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე ფილმების ნახვის შემდეგ მიიღებს. კომისიის წევრები არიან:

გაგა ჩხეიძე – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი;
ნინო ანჯაფარიძე – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი;
ნანა დოლიძე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
გიორგი ხარებავა – კინოსტუდია „ქართული ფილმი”;
სულხან თურმანიძე – პროდიუსერი;
ზურაბ ინაშვილი – რეჟისორი;
ანკა კალატოზიშვილი – დამდგმელი მხატვარი;
სალომე კიკალეიშვილი – კინოკრიტიკოსი;
გიორგი მასხარაშვილი – რეჟისორი;
არჩილ შუბაშვილი – კინოკრიტიკოსი;
თემურ ჩხეიძე – რეჟისორი;
ნატა მურვანიძე – მსახიობი.
გამარჯვებული ფილმი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, „ოსკარის“ კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები