ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

ადვოკატებმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაასაჩივრეს.
ოქრუაშვილის ადვოკატი, ანა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის “პირადი პოლიტიკური მძევალია”.
„დღეს ჩვენ საქალაქო სასამართლოს პოლიტიკური გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ. საზოგადოებამ კარგად დაინახა ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ამ საქმეში არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მტკიცებულება არ არსებობს. ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური მძევალია. ჩვენ ვასაჩივრებთ იმის გამო, რომ შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლონ ირაკლი ოქრუაშვილი და არა მარტო ის, არამედ – ყველა პოლიტიკური პატიმარი”, – განაცხადა ანა რეხვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები