უშგულის თემის სოფელ მურყმელში კოშკი ჩამოინგრა

უშგულის თემის სოფელ მურყმელში კოშკი ჩამოინგრა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, კოშკი აღდგენას ექვემდებარება.
პირველი არხის ინფორმაციით, ჩამოინგრა ჩარქსელიანების საგვარეულო კოშკის ქონგურები და ორი სართული. კოშკს რესტავრაცია სჭირდებოდა.
კოშკის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები