ამირან გიგუაშვილი: დღეს აშკრად უკეთესი მედიაგარემოა

დღეს აშკრად უკეთესი მედიაგარემოა, ვიდრე ორი წლის წინ იყო, – ამის შესახებ „კვირას“ პოლიტიკის და სამართლის ცენტრის” ხელმძღვანელმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ფაქტს, რომ დღეს მედია გაცილებით თავისუფალია, საერთაშორისო ორგანიზაციები ცალსახად ადასტურებენ და ეს საკამათო თემა არ არის.
„მე არა მგონია, რომ პრემიერის ტონით განისაზღვრებოდეს ჟურნალისტებზე ზეწოლის ხარისხი. ჟურნალისტებმა უნდა იმუშავონ ისე, როგორც მათ სინდისი და პროფესიონალიზმი კარნახობთ. რეალურად ის ფაქტი, რომ დღეს აშკრად უკეთესი მედიაგარემოა, ვიდრე ორი წლის წინ იყო, საკამათო არ არის და ამას საერთაშორისო ორგანიზაციები ცალსახად ადასტურებენ“, – განაცხადა გიგუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები