„დანაშაულის მიმართ, რომელიც ძალადობას არ შეიცავს, უფრო ჰუმანური დამოკიდებულება უნდა იყოს“

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დანაშაულის მიმართ, რომელიც ძალადობას არ შეიცავს, უფრო ჰუმანური დამოკიდებულება უნდა იყოს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. “ჩემი აზრით, დანაშაულის მიმართ, რომელიც არ შეიცავს ძალადობას, უნდა იყოს უფრო ჰუმანური დამოკიდებულება. დანაშაული, რომელიც ორიენტირებული არ არის სხვა ადამიანის ჩაგვრაზე, ძალადობაზე, გლობალურად უფრო ჰუმანური და ლმობიერი უნდა გახდეს ჩვენი საზოგადოება. საერთოდ, მინდა, რომ ჰუმანური და ლმობიერი გახდეს ჩვენი საზოგადოება”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები