20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს – მორის მაჩალიკაშვილს, ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძესა და გიორგი ქურდოვანიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
​ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მორის მაჩალიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილია. პროცესს თავად მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც ხმაურით გააპროტესტა სასამართლოს გადაწყვეტილება.
ცნობისათვის, ოთხივე პირი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზეა დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები