ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა 

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის და კიდევ ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო სხდომა დაიხურა.
აღნიშნული გადაწყვეტილება, მოსამართლე მაკა გველესიანმა მიიღო. მან სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურორის რეპლიკას დარბაზში მყოფი ოქრუაშვილის მხარდამჭერების მხრიდან ტაში მოყვა.
ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა პროკურორს კითხვით მიმართა, კავშირი თუ ჰქონდათ აქციაზე დაკავებულ გიორგი ჯავახიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს, რაზეც პროკურორმა უპასუხა, რომ აქციაზე ყოფნის დროს, ისინი ერთმანეთში საუბრობდნენ.
ადვოკატი დაინტერესდა, თუ იცოდა, პროკურორმა, რაზე საუბრობდნენ ისინი. პროკურორის თქმით კი, სწორედ ეს არის გასარკვევი. აღნიშნულ რეპლიკას დარბაზში მყოფთა მხრიდან სიცილი და ტაში მოჰყვა.
სხდომა მხოლოდ დღეს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები