რეპერმა Curly L.A-მ ახალი ტრეკი ჩაწერა – “ისევ იმ აზრზე ვრჩებით, არ გავჩერდებით…” (ვიდეო)
რეპერმა Curly L.A-მ, საბა რუხაძემ, ახალი ტრეკი – “დრო” ჩაწერა, რომელსაც ის 27 ივლისს სამტრედიაში “ქართულ ჰიპ-ჰოპ” “ლაივზე” შეასრულებს. მისი ახალი სიმღერა ურთიერთობებით გამოწვეულ სიყალბეს უკავშირდება, თუმცა ამის მიუხედავად, ახალგაზრდა შემსრულებელი ამბობს, რომ არ გაჩერდება, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს.
“ჩვენ ისევ იმ აზრზე ვრჩებით და სათქმელს გადმოვცემთ რეპით, მანამდე არ გავჩერდებით, სანამ სიმაღლეს არ მივწვდებით”, – ამბობს რეპერი.
ახალგაზრდა რეპერთან ერთად, “ლაივ” კონცერტში მონაწილეობას ცნობილი რეპერები – Young Mic, Grotask მიიღებენ.
ღონისძიების ორგანიზატორია ჰიპ-ჰოპ გვერდი – Cypherhop. ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანი საქართველოში ჰიპ-ჰოპ კულტურის განვითარება და მსმენელის ქართული რეპით დაინტერესებაა.
ღონისძიება 27 ივლისს, 20:00 საათზე, სამტრედიაში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, “მომავლის პარკში” გაიმართება.