მტკიცებულებების საფუძველზე, ს.ა.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გ.ხ.-ს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ს.ა.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ხ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, დამნაშავედ ცნო.
ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე გ.ხ.-ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა დაადასტურა უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. პროკურორებმა და დაკითხეს ათობით მოწმე, წარადგინეს, გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი არაერთი ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური კვალი, მათ შორის ბრალდებულის დნმ. მათი ერთობლიობით, უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს ბრალდებულმა გ.ხ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ს.ა.-ს ყელისა და გულ-მკერდის არეში დანით მიაყენა 7 ჭრილობა, რის შედეგადაც ს.ა. ადგილზე გარდაიცვალა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ გ.ხ. დამნაშავედ ცნო სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები