ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

დიღომში, პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მას გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, თუმცა ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ბრალდების ფორმულირება ამ დროისთვის ჯერ უცნობია. მისივე ინფორმაციით, ოქრუაშვილს პოზიცია არ შეუცვლია და  დანაშაულს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით, 25 ივლისს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები