მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. მათ 700-700 ათასი ლარის სახით გირაო შეეფარდათ.
ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის შუამადგომლობა და ისინი ქვეყანას თანხმობის გარეშე ვერ დატოვებენ.
პროკურორმა სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. მილიონიანი გირაოს გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად ქვეყნის დატოვებაზე შეზღუდვაც მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები