გია ვოლსკი: ოქრუაშვილის დაკავებაზე კემულარიები რას იტყვიან, უმნიშვნელოა, რადგან მთავარია, რა მტკიცებულებები აქვს საგამოძიებო უწყებას

პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე სხვა რას იტყვის, უმნიშვნელოა, რადგან ამ შემთხვევაში მთავარია, რა მტკიცებულებები აქვს საგამოძიებო უწყებას. მისივე განცხადებით, ამ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.
„კემულარიები რას იტყვიან, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი მნიშვნელობა აქვს, რა მტკიცებულება უჭირავს პროკურატურას. თუ პროკურატურას ეს მტკიცებულებები არ აქვს, ნებისმიერ ტელევიზიას შეგიძლიათ, თავისუფლად გადასცეთ მოქმედებების ზუსტი სატელევიზიო ჩანაწერი, რის გამოც მას ბრალს უყენებენ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისათვის, დღეს „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ერთობლივი ბრიფინგი გამართა, სადაც კოტე კემულარიამ განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება ივანიშვილის ხელისუფლების მიერ რუსული საოკუპაციო ძალის პარლამენტში დასმით გამოწვეული პოლიტიკური რეპრესიაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები