კარლო ნატალე ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ველოდებით, რომ კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპები სრულად იქნება დაცული

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, კარლო ნატალეს თქმით, “თი ბი სი ბანკის” თანადამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მიმდინარე პროცესები გამჭვირვალედ უნდა იყოს განხილული. როგორც მან აღნიშნა, დემოკრატიისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის კარგი მართლმსაჯულება გადამწყვეტია.
​”უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქმე, რომელიც აღძრულია “თი ბი სი ბანკის” თანადამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონო შემოსავლების სავარაუდო ლეგალიზაციის თაობაზე რამდენიმე წლის შემდეგ, გამჭვირვალედ იყოს განხილული.
ჩვენ ველოდებით, რომ კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპები სრულად იქნება დაცული. კარგად მოქმედი მართლმსაჯულება გადამწყვეტია დემოკრატიისთვის და, ასევე, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.
“თი ბი სი ბანკთან” დაკავშირებული მოვლენები მნიშვნელოვანია საქართველოს საბანკო სექტორისა და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის”, – განაცხადა კარლო ნატალემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები