პირს, რომელმაც შურისძიების მოტივით ჯავახეთში ადამიანი მოკლა, თავისუფლების 8 წლით აღკვეთა მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
“სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, დღის საათებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, გ.მ.-მ შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, პისტოლეტის გამოყენებით, რომელსაც ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ, ხ.ტ.-ს გულმკერდისა და სახის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.მ. 2018 წლის 3 დეკემბერს ნინოწმინდაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 8 წლით აღკვეთა განუსაზღვრა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები