პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს, ჯამურად – ორი მილიონი ლარის ოდენობით ითხოვს

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის თქმით, პროკურატურა “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს, ჯამურად –  ორი მილიონი ლარის ოდენობით ითხოვს – თითოეულს ერთი მილიონი ლარი.
ამასთან, კორძაძე არ საუბრობს, თუ რა საპასუხო შუამდგომლობა შეიძლება, დაცვის მხარემ წარადგინოს და ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი ხაზარაძესა და ჯაფარიძესთან კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. ადვოკატი თავის დაცვის ქვეშ მყოფებთან შეხვედრას უახლოეს მომავალში გეგმავს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძისა და ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სხდომა დღეს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ. პროკურატურა მათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა – დანაშაულს ედავება. აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები