ხაზარაძე-ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს, 16:00 საათზე იმსჯელებს

„თი ბი სი ბანკის“ დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს, 16:00 საათზე იმსჯელებს.
პროკურატურის შუამდგომლობას, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს.
ჯერჯერობით უცნობია, რა შუამდგომლობით მიმართა საგამოძიებო უწყებამ სასამართლოს.
შეგახენებთ, რომ ​მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები