განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა და ორი პირი პასუხისგებაში მიეცა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, ბრალდებულის სახით, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, თბილისის აეროპორტის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა არადეკლარირებული 163 ცალი მობილური ტელეფონი, ხოლო მეორე შემთხვევაში საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოში შემოიტანეს, ჯამურად, 1 914 კგ არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმი.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამურად, ამოღებულია 161 000 ლარის ღირებულების საქონელი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები